ხელოვნური ინტელექტის აგენტს კრიპტოსაფულე მივეცი. არცერთი წესი არ დაურღვევია, მაგრამ მაინც $500 დამიჯდა
ავტომატური გადახდები კრიპტოსფეროში ახალი არ არის. სავაჭრო ბოტები, სკრიპტები და ავტომატური სვოპები (ტოკენების ავტომატური გაცვლა) წლებია თანხებს გადარიცხავენ ისე, რომ ადამიანს თითოეული ტრანზაქციის დადასტურება არ სჭირდება. თუმცა ისინი მხოლოდ ჩემ მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს ასრულებდნენ.
ხელოვნური ინტელექტის აგენტი უფრო შორს მიდის. ის იღებს დავალებას, ირჩევს მისი შესრულების გზას და პროცესში თავად წყვეტს, ვის, როდის და რამდენი გადაუხადოს. პირველად შემიძლია მანქანას ფინანსური გადაწყვეტილებების ნაწილის მიღებაც მივანდო და არა მხოლოდ ფულზე წვდომა მივცე.
თუმცა არის ერთი პრობლემა: რაც მეტ თავისუფლებას იღებს აგენტი, მით უფრო ძვირი ჯდება კონფიგურაციის შეცდომა. ერთ ექსპერიმენტში ასეთი შეცდომა დაახლოებით $500 დამიჯდა. სწორედ მაშინ შევწყვიტე აგენტის გადახდების ახალი თაობის ავტომატურ გადახდებად აღქმა და მათ ფულის მართვის ცალკე მოდელად შევხედე.
მთავარი დასკვნები
სტეიბლკოინები იდეალურია პროგრამების გადახდებისთვის: კოდი უშუალოდ კოდთან ურთიერთობს, ბიუჯეტები კი პროგნოზირებადი რჩება.
ყველაზე დიდი რისკი უკონტროლო ხელოვნური ინტელექტი კი არ არის, არამედ აგენტი, რომელიც ადამიანის მიერ დადგენილი არასწორი წესების ფარგლებში რაციონალურად მოქმედებს.
საჭიროა რამდენიმე დამოუკიდებელი შეზღუდვა: ბიუჯეტი, თითოეული ტრანზაქციის ლიმიტი, განმეორებების ლიმიტი, ნებადართული სერვისების სია, ვადის გასვლის თარიღი და აგენტის მყისიერად შეჩერების საშუალება. ამ შეზღუდვების დაცვა საფულემ უნდა უზრუნველყოს და არა პრომპტმა.
ადამიანი თითოეული ტრანზაქციის დამტკიცების ნაცვლად ხარჯვის პოლიტიკას მართავს.
სავაჭრო ბოტებიდან ხელოვნური ინტელექტის აგენტებამდე
როცა პირველად პროგრამას ჩემი თანხის ნაწილის მართვა მივანდე, ამას ხელოვნურ ინტელექტთან კავშირი არ ჰქონდა. ეს სავაჭრო ბოტი იყო: ბაზრის რამდენიმე პარამეტრს აკვირდებოდა და დამოუკიდებლად ვაჭრობდა, როცა ჩემ მიერ განსაზღვრული პირობები სრულდებოდა. მე ვადგენდი ლოგიკას, პოზიციის ზომასა და მისაღებ რისკს, პროგრამა კი უბრალოდ ჩემზე სწრაფად მოქმედებდა.
მისი შეზღუდვები მალევე გამოჩნდა. ბოტი ყველაფერს უმკლავდებოდა, რაც წინასწარ მქონდა გათვალისწინებული, მაგრამ ამის მიღმა არაფერი ესმოდა. როცა ბაზარი უჩვეულოდ იქცეოდა, მას არ შეეძლო ეთქვა: „ამჯერად ჯობია, ვაჭრობისგან თავი შევიკავო.“
სწორედ ეს განასხვავებს მას დღევანდელი ხელოვნური ინტელექტის აგენტებისგან. ბოტს ვეუბნებოდი: „თუ A მოხდება, გააკეთე B.“ აგენტს კი შემიძლია ვუთხრა: „მიიღე ჩემთვის საჭირო შედეგი და თავად გაარკვიე, როგორ.“
ეს გადახდის არსსაც ცვლის. ჩემთვის ყიდვას ყოველთვის ცალკეული ეტაპები აქვს: პროდუქტის პოვნა, გადაწყვეტილების მიღება და გადახდაზე გადასვლა. აგენტისთვის ეს ეტაპები ასე გამიჯნული არ არის. გადახდა დავალების შესრულების კიდევ ერთი ნაბიჯია, ისევე როგორც მომწოდებლების წამებში შედარება ან მისთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში სხვა აქტივზე ან ქსელზე გადასვლა.
სწორედ ეს განასხვავებს აგენტებს ნაცნობი ავტომატური გადახდებისგანაც. ბანკის მეშვეობით გამოწერის საფასურის გადახდისას თვეში ერთხელ ფიქსირებული თანხა ჩამოიჭრება ცნობილი კომპანიის სასარგებლოდ. აგენტს კი შეუძლია თავად გადაწყვიტოს, რა სჭირდება, აირჩიოს მომწოდებელი და შეაფასოს, ღირს თუ არა შენაძენის გაკეთება. განსხვავება თითქოს მცირეა, მაგრამ თანხის კონტროლის თვალსაზრისით ეს სრულიად სხვა მოდელია.
გაშვება · · ბიუჯეტიდან დარჩენილია · ✅ თქვენ მიერ დადგენილი წესების ფარგლებში
შედეგი: არადამაკმაყოფილებელი. ხელახლა ვცდი…
შედეგი: არადამაკმაყოფილებელი. დარჩენილი ბიუჯეტი: . ვჩერდები.
სცადეთ: გამოუყავით ბიუჯეტი ხელოვნური ინტელექტის აგენტს
თქვენი აგენტის დავალებაა მონაცემთა დიდი ნაკრების დამუშავება. ამისთვის მას შეუძლია GPU-ის გამოთვლითი სიმძლავრის ქირაობა. დაუდგინეთ წესები და შემდეგ დააჭირეთ გაშვების ღილაკს.
მაქსიმუმი თითო შესყიდვაზე
საერთო ბიუჯეტი აგენტი ჩერდება, როცა ბიუჯეტი ამოიწურება
გამარტივებული სიმულაცია. ფასები საილუსტრაციოა.
ამ დროისთვის დახარჯულია:
0800-დან
დაიხარჯა 800. დარღვეული წესები: 0.
ქირაობისას აგენტს არცერთხელ არ გადაუჭარბებია თქვენ მიერ დადგენილი 40-იანი ლიმიტისთვის. ის მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა 800-იანი ბიუჯეტი ამოიწურა. დავალების შესრულების 20-ვე მცდელობა წარუმატებელი იყო.
გამოტოვებული წესის გარეშე800
ერთი დამატებითი წესით120
საერთო ბიუჯეტმა თქვენი ფული ვერ დაიცვა. მან მხოლოდ განსაზღვრა, რამდენს დაკარგავდით. ერთი წესი აგენტს 120-ის დახარჯვის შემდეგ შეაჩერებდა და აიძულებდა, თქვენთვის ეკითხა, რა გაეკეთებინა შემდეგ.
რომელი წესი? არა ის, რომელიც უმეტესობას ახსენდება.
პასუხის გასაგებად განაგრძეთ კითხვა ↓
რატომ გამოდგება სტეიბლკოინები პროგრამების გადახდებისთვის
სტეიბლკოინები (კრიპტოტოკენები, რომელთა ღირებულებაც მიბმულია ისეთ ვალუტაზე, როგორიცაა აშშ დოლარი) პროგრამების გადახდებისთვის შესაფერისია, რადგან ფულის გავრცელებულ ფორმებს შორის მხოლოდ ისინი აერთიანებს პროგრამირებადობას, მცირე თანხების იაფად გადარიცხვის შესაძლებლობას, მუდმივ ხელმისაწვდომობასა და ღირებულების სტაბილურობას.
მცირე თანხებზე ბარათით გადახდა არ ამართლებს. ბარათით ონლაინგადახდისას საკომისიო, როგორც წესი, დაახლოებით 30 ცენტის ფიქსირებული ნაწილისა და პროცენტული ნაწილისგან შედგება. ეს მისაღებია $50-ის ღირებულების შენაძენისთვის, მაგრამ არა მონაცემების $0,15-იანი მოთხოვნისთვის. Keyrock-ის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის აპრილამდე ერთწლიან პერიოდში ხელოვნური ინტელექტის აგენტის მიერ შესრულებული გადახდის საშუალო თანხა მხოლოდ $0,31—$0,48 იყო, ხოლო აგენტების ტრანზაქციების დაახლოებით 76%-ის თანხა ამ 30-ცენტიან მინიმალურ საკომისიოზე ნაკლები იყო.
საბანკო გადახდების ინფრასტრუქტურა ადამიანებზეა მორგებული. თქვენ ხსნით ანგარიშს, გადიხართ შემოწმებებს, შედიხართ სისტემაში, ადასტურებთ გადარიცხვას და ზოგჯერ ელოდებით ბანკის თანხმობას, ან ორშაბათს, თუ შაბათ-კვირაა. აგენტი უწყვეტად მუშაობს: სტეიბლკოინებით გადახდისას ქმნის ტრანზაქციას, ხელს აწერს და აგზავნის ქსელში, სადაც გადახდა კვირის ნებისმიერ დღეს, წამებში ან წუთებში სრულდება. კოდი უშუალოდ კოდს უკავშირდება.
კრიპტოვალუტის მერყევი ფასი ბიუჯეტს არღვევს. ბიტკოინიც პროგრამირებადია, მაგრამ მისი ფასი იცვლება. თუ აგენტის ბიუჯეტი 0.001 BTC-ია, მისი რეალური მსყიდველუნარიანობა საათობრივად იცვლება და მასთან ერთად — ყველა ლიმიტიც. ისეთი თანხა, როგორიცაა 20 USDT, ჩემთვისაც და პროგრამისთვისაც დღეს და ხვალ ერთსა და იმავეს ნიშნავს. ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების აღრიცხვა მარტივია, ლიმიტებს კი ბაზრის ცვლილებისას ხელახლა გამოთვლა არ სჭირდება.
როგორ იხდიან დღეს ხელოვნური ინტელექტის აგენტები: აგენტების გადახდების პროტოკოლები
აგენტმა რომ გადაიხადოს, გამყიდველმა უნდა იცოდეს, ვინ იხდის, ვისი სახელით და არის თუ არა გადახდა ნებადართული. ამ კითხვებს დღეს რამდენიმე ღია სტანდარტი პასუხობს.
Coinbase-ის მიერ შექმნილი x402 კვლავ იყენებს HTTP-ის დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელ სტატუსის კოდს 402 — „Payment Required“. სერვისი მოთხოვნას ფასით პასუხობს, აგენტი სტეიბლკოინებით იხდის და მოთხოვნა სრულდება. ეს პროტოკოლი გამოდგება API-ებზე, მონაცემებსა და გამოთვლით რესურსებზე წვდომისთვის, როცა თითოეული მოთხოვნა ცალ-ცალკე ფასდება. 2026 წლის აპრილში პროტოკოლი Linux Foundation-ის ფარგლებში მოქმედ x402 Foundation-ს გადაეცა, რომლის წევრებს შორის არიან Google, Stripe, AWS, Visa და Mastercard.
AP2 (Agent Payments Protocol), რომელიც Google-მა 2025 წლის სექტემბერში წარადგინა, აღწერს, როგორ აძლევს მომხმარებელი აგენტს გადამოწმებად „მანდატს“, რომ მისი სახელით შეიძინოს რამე. ის მუშაობს ბარათებთან, საბანკო გადარიცხვებსა და სტეიბლკოინებთან; კრიპტოგადახდები კი x402-ის გაფართოების მეშვეობით სრულდება.
ACP (Agentic Commerce Protocol), რომელიც OpenAI-მ და Stripe-მა ერთობლივად შექმნეს და 2025 წლის სექტემბერში გამოუშვეს, აგენტს საშუალებას აძლევს, გამყიდველთან შესყიდვის გაფორმება ბოლომდე მიიყვანოს — მაგალითად, პირდაპირ ChatGPT-ში შეიძინოს რამე.
რა როლს ასრულებს Volet.com
ეს პროტოკოლები ადგენს ერთიან წესებს, თუ როგორ ითხოვს აგენტი გადახდას და ადასტურებს, რომ ის ნებადართულია. თუმცა თავად ანგარიშსწორება მაინც სადღაც უნდა მოხდეს და სტეიბლკოინებით გადახდებისას Volet.com სწორედ ამ დონეზე მუშაობს.
აგენტებთან სავაჭროდ მოვაჭრემ კრიპტოვალუტით გადახდები უნდა მიიღოს — სასურველია, მყიდველსა და გამყიდველს შორის შუამავლის გარეშე. Volet.com-ის არაკასტოდიური კრიპტოგადახდების შლუზის გამოყენებისას ანგარიშსწორება სმარტ-კონტრაქტის მეშვეობით უშუალოდ ბლოკჩეინზე ხდება. მყიდველი, იქნება ის ადამიანი თუ აგენტი, აკავშირებს საფულეს და ადასტურებს ტრანზაქციას, თანხა კი პირდაპირ გამყიდველის საფულეში ირიცხება.
Volet.com დაგეხმარებათ გლობალური გადახდების აწყობაში
ფიატში, კრიპტოვალუტაში და სტეიბლკოინებში. API-ით, Hosted Checkout-ით ან მარტივად ჩასადები დანამატებით. მიიღეთ, გააგზავნეთ და მართეთ თანხები — პირდაპირ კოდიდან.
ჩემი პირველი ტესტი: აგენტი, რომელიც ჩემთვის წიგნებს ყიდულობს
შემდეგი ეტაპი მაშინ დაიწყო, როცა არა ვაჭრობის, არამედ ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმის ავტომატიზაცია ვცადე. ამჯერად მიზანი სხვა იყო: კონკრეტული ფინანსური ბრძანების შესრულების ნაცვლად, პროგრამას დამოუკიდებლად უნდა გაევლო რამდენიმე ნაბიჯი და ჩემთვის სასურველი შედეგი მიეღო.
ექსპერიმენტისთვის ყველაზე მარტივი სცენარი ავირჩიე — წიგნების ყიდვა. წიგნებს რეგულარულად ვყიდულობ და მინდოდა გამეგო, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესის წვრილმანი ნაბიჯების უმეტესობის გამოტოვება. აგენტს მივეცი ჩემი ინტერესების ჩამონათვალი, ფასის ზედა ზღვარი და რამდენიმე მაღაზიის სია, რომლებით სარგებლობაც შეეძლო. განსაზღვრულ პერიოდში ერთხელ მას შეეძლო ახალი გამოცემების შემოწმება, შესაფერისი ვარიანტების შერჩევა და შეკვეთის განთავსება, თუ ის ჩემს პირობებს აკმაყოფილებდა.
დიდი ბიუჯეტი განზრახ არ მივეცი. ამ ეტაპზე მიზანი სრულად ავტონომიური მყიდველის შექმნა კი არა, მხოლოდ პრინციპის გამოცდა იყო. სწორედ ამ სახით სისტემა გასაკვირად მოსახერხებელი აღმოჩნდა. აღარ მიწევდა იმის დამახსოვრება, რომ რამე უნდა მეყიდა, საჭირო განყოფილების თავიდან ძებნა და რამდენიმე ვარიანტის შედარება. წესები ერთხელ დავადგინე და მხოლოდ მაშინ ვერეოდი, როცა რამე მათ ფარგლებს სცდებოდა.
კონფიგურაციის შეცდომა, რომელიც დაახლოებით $500 დამიჯდა
ამ პირველი წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ ტიპური შეცდომა დავუშვი: გადავწყვიტე, სისტემისთვის მეტი თავისუფლება მიმეცა. მარტივი სცენარი კარგად მუშაობდა, ამიტომ ლოგიკურად მეჩვენებოდა ისეთ დავალებაზე გადასვლა, რომლის შესრულებისას აგენტს რამდენიმე ხარჯის დამოუკიდებლად მართვა მოუწევდა.
ერთ-ერთი ტესტის დროს აგენტს ცალკე ბიუჯეტი გამოვუყავი და მონაცემების დასამუშავებლად გამოთვლითი რესურსების შეძენის უფლება მივეცი. ერთი ოპერაციის მაქსიმალური ღირებულება შევზღუდე ($40) და განვსაზღვრე, რომელი სერვისების გამოყენება შეეძლო. ქაღალდზე ყველაფერი სრულიად უსაფრთხოდ ჩანდა — აგენტი ვერ შეძლებდა მოულოდნელად მთელი ნაშთის უცნობ მიმღებთან გადარიცხვას ან ზედმეტად ძვირი სერვისის შეძენას.
თუმცა ერთი წესი გამომრჩა: თითოეული დავალებისთვის ერთნაირი ოპერაციების რაოდენობა არ შემიზღუდავს.
მუშაობისას აგენტმა რამდენჯერმე არადამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ გაჩერებულიყო და ჩემთვის მოემართა, სრულიად ლოგიკურად დაასკვნა, რომ პრობლემა რესურსების ნაკლებობა იყო. რესურსების პირველი ქირაობის ღირებულება ლიმიტის ფარგლებში იყო, მეორეც ლიმიტში ჩაეტია და მესამეც ყველა პირობას აკმაყოფილებდა. შემდეგ ამას კიდევ ერთი მოჰყვა.
როცა შევამჩნიე, რა ხდებოდა, ჯამური ხარჯი უკვე $500-ს უახლოვდებოდა.
ასე დაგიზოგავთ თქვენი გადახდების აგენტის კარგად გააზრებული დამცავი მექანიზმები ბევრ ფულს — და ზედმეტ საზრუნავსაც აგარიდებთ
ჩემი პირველი რეაქცია გასაგები იყო: სისტემამ სისულელე გააკეთა და ფული გაფლანგა. მაგრამ როცა მოქმედებების თანმიმდევრობა მშვიდად გავაანალიზე, აღმოჩნდა, რომ აგენტი ზუსტად მისთვის დაწესებულ საზღვრებში მოქმედებდა.
ძვირადღირებული შესყიდვა აკრძალული მქონდა, მაგრამ არ მითქვამს, რამდენი იაფი შენაძენი იყო დასაშვები. არ მქონდა განსაზღვრული, რამდენი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ უნდა გაჩერებულიყო. არც ისეთი წესი დამიწესებია, რომელიც ხარჯების ზრდისას ჩემს თანხმობას მოითხოვდა. პროგრამის თვალსაზრისით, ცოტა მეტი გამოთვლითი რესურსის შეძენა მიზნის მისაღწევად სრულიად მისაღებ გზად რჩებოდა.
აგენტს არცერთი წესი არ დაურღვევია. პრობლემა თავად ჩემი წესები იყო
ამ შემთხვევამ ყველაზე მეტად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ავტონომიური გადახდების მიმართ.
პრობლემები ყოველთვის იმიტომ არ ჩნდება, რომ მოდელი „გაგიჟდა“, სერვისი გატეხეს ან კოდმა მუშაობა შეწყვიტა. გაცილებით უსიამოვნოა, როცა აგენტი რაციონალურად მოქმედებს მფლობელის მიერ დაწესებული ცუდი წესების ფარგლებში. მან არ იცის, რას „ვგულისხმობდი სინამდვილეში“, თუ ეს შეზღუდვებში არ არის ასახული.
ამის შემდეგ საბოლოოდ მივხვდი: აგენტისთვის საფულის მიცემა მარტივია. მისი ფინანსური თავისუფლების სწორად განსაზღვრა კი გაცილებით რთული.
კონტროლირებადი ავტონომია: 6 შეზღუდვა, რომელსაც ახლა ხელოვნური ინტელექტის ყველა აგენტს ვუწესებ
მას შემდეგ გაცილებით ფრთხილად ვუდგები ამ საკითხს. მხოლოდ ერთ საერთო ლიმიტს საკმარის დაცვად აღარ მივიჩნევ. სწორად გამართულ სისტემას რამდენიმე დამოუკიდებელი შეზღუდვა სჭირდება, რომელთაგან თითოეული კონკრეტული ტიპის შეცდომისგან იცავს.
არსებითად, აგენტის საფულეს ახლა ისე ვუდგები, როგორც კომპანიის ცალკე საოპერაციო ბიუჯეტს. მას ძირითად სახსრებზე სრული წვდომა არ სჭირდება. კონკრეტული ამოცანისთვის მხოლოდ ის ნებართვები უნდა ჰქონდეს, რომელთა გარეშეც ამოცანას ვერ შეასრულებს — და მეტი არაფერი.
შეზღუდვა
რას უშლის ხელს
მაგალითი
ბიუჯეტი
სახსრების თანდათანობით ხარჯვას, რომელიც ცალკეულ გადახდებში არ ჩანს
თითო ამოცანაზე $300-მდე
თანხმობის მოთხოვნის ზღვარი
ერთ ძვირადღირებულ შეცდომას
$20-ზე მეტი — მხოლოდ ჩემი თანხმობით; $100-ზე მეტი — აკრძალულია
განმეორებების ლიმიტი
უკონტროლო ციკლებს, როგორიც იყო ჩემი $500-იანი შემთხვევა
შეჩერება სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ
ნებადართული მიმღებების სია
უცნობი ან არაკეთილსინდისიერი მიმღებებისთვის გადახდებს
მხოლოდ წინასწარ დამტკიცებული მომწოდებლები
მოქმედების ვადა
დარჩენილი წვდომის მოგვიანებით ბოროტად გამოყენებას
ნებართვები ამოცანის დასრულებისთანავე უქმდება
შეჩერების ღილაკი
მოულოდნელი ქცევის გაგრძელებას
ერთი მოქმედებით ხარჯვა სრულად ჩერდება
კიდევ ერთი გაკვეთილი: ეს შეზღუდვები ხელოვნური ინტელექტის მოდელის გარეთ, საფულეში ან გადახდის ინფრასტრუქტურაში უნდა მოქმედებდეს და არა პრომპტში. პრომპტი მოთხოვნაა და არა გარანტია. შეცდომამ ან პრომპტის ინექციამ (ვებგვერდზე ან ფაილში დამალულმა ინსტრუქციებმა, რომლებიც აგენტის ქცევას ცვლის) შეიძლება აგენტს მისი უგულებელყოფა აიძულოს. საფულეში მოქმედი შეზღუდვა კი უბრალოდ უარყოფს ტრანზაქციას.
ვიცი, ეს გაცილებით ნაკლებად შთამბეჭდავია, ვიდრე იდეა, რომ „ხელოვნურ ინტელექტს საფულე მივცეთ და თავისუფლად მოქმედების საშუალება მივანიჭოთ“, მაგრამ რეალურ პროდუქტთან ბევრად ახლოსაა. სრული ავტონომია დემონსტრაციებზე შესანიშნავად გამოიყურება. როცა საქმე რეალურ ფულს ეხება, ჩემთვის კონტროლირებადი თავისუფლება გაცილებით მნიშვნელოვანია.
რატომ შეიძლება აგენტების გადახდებმა კრიპტობაზარი შეცვალოს
წლების განმავლობაში კრიპტოინდუსტრია მასობრივ დანერგვას ასე წარმოიდგენდა: ადამიანები კრიპტოვალუტას ფლობენ, მაღაზიებში მისით იხდიან და ერთმანეთს უგზავნიან. დარწმუნებული არ ვარ, რომ გადახდების აქტივობის მომდევნო ტალღას ადამიანები წარმართავენ. ჩემი აზრით, ორი მოდელი იკვეთება.
აგენტსა და სერვისს შორის გადახდების მოდელში აგენტი პოულობს რესურსს, ამოწმებს ფასს და ყოველი გამოყენებისთვის იხდის, ადამიანი კი მხოლოდ ბიუჯეტსა და მოთხოვნებს განსაზღვრავს.
აგენტებს შორის გადახდების მოდელში ერთი აგენტი ამოცანის ნაწილს მეორეს გადასცემს და სამუშაოს დასრულების შემდეგ უხდის. მაგალითად, კვლევით აგენტს შეუძლია შესაბამის სფეროზე სპეციალიზებული აგენტისგან მონაცემთა რთული ანალიზი შეიძინოს, ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი თავად გააკეთოს.
თუ ეს მიდგომა ფართოდ გავრცელდება, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მნიშვნელოვან ნაწილს ადამიანები საერთოდ არ შეადგენენ.
დღევანდელი მაჩვენებლები ჯერ კიდევ მოკრძალებულია. Keyrock-ის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა ბლოკჩეინზე $73 მილიონზე ოდნავ მეტი მოცულობის ანგარიშსწორება განახორციელეს, რაც კრიპტოსექტორის მასშტაბით ძალიან მცირეა. თუმცა მიმართულება მოცულობაზე უფრო მნიშვნელოვანია. ერთი ადამიანი დღეში ათასობით გააზრებულ შენაძენს ვერ გააკეთებს, მაგრამ ერთ კომპანიას შეუძლია ათობით აგენტი ამუშაოს, რომლებიც ამას შეძლებენ. მასშტაბი მაშინ არა მხოლოდ საფულეების მფლობელთა რაოდენობით, არამედ ავტონომიური პროგრამების რაოდენობითა და მათი ეკონომიკური აქტივობითაც გაიზომება.
საჭირო კომპონენტები უკვე არსებობს: მოდელები, რომლებიც მოქმედებების რთულ ჯაჭვებს გეგმავენ, API-ები და პროგრამირებადი ფული სტეიბლკოინებისა და სმარტ-კონტრაქტების სახით. ახლა ამ სისტემებს ბიუჯეტის უსაფრთხოდ მართვა უნდა ვასწავლოთ. თუ ეს გამოგვივა, კრიპტოსექტორს მონაწილეთა ახალი კატეგორია შეემატება: პროგრამები, რომლებსაც სამუშაოს შესასრულებლად უშუალოდ ფული სჭირდებათ.
როცა მათთვის პროდუქტების შექმნას გადაწყვეტთ, Volet.com-ს შეუძლია ფინანსური ინფრასტრუქტურის გამართვაში დაგეხმაროთ: სტეიბლკოინებით გადახდების მიღებასა და თანხების პირდაპირ ბლოკჩეინზე გადარიცხვაში ისე, რომ თქვენი სახსრები შუამავალთან არ ინახებოდეს.
დაიწყეთ ფულის გაგზავნა და მიღება დღესვე
გამოიყენეთ სტეიბლკოინები გლობალური წვდომისთვის და ადგილობრივი ფიატის არხები მარტივი შევსებისა და გატანისთვის.
დიახ. მას სჭირდება საფულე, რომლითაც ტრანზაქციების ხელმოწერას შეძლებს, და თქვენ მიერ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში ხარჯვის ნებართვა.
პროტოკოლები, როგორიცაა x402, სერვისებს უკვე აძლევს საშუალებას, აგენტს თითოეული მოთხოვნისთვის სტეიბლკოინებით გადაახდევინონ.
სულ მცირე: ბიუჯეტი თითოეული დავალებისთვის ან პერიოდისთვის, თითოეული ტრანზაქციის ლიმიტი, ერთი და იმავე შესყიდვის გამეორებების რაოდენობის ლიმიტი, ნებადართული სერვისების სია, უფლებების მოქმედების ვადა და აგენტის მყისიერად შეჩერების საშუალება.
დაიწყეთ მცირე თანხით: მაგალითად, მიეცით აგენტს უფლება, დამოუკიდებლად დახარჯოს $20-მდე, ხოლო ამ თანხაზე მეტის დასახარჯად თქვენი თანხმობა მოითხოვოს.
დიახ. ამას პრომპტის ინექცია ეწოდება: ვებგვერდზე ან ფაილში დამალული ინსტრუქციები, რომლებიც აგენტის ქცევას ცვლის.
ამიტომ ლიმიტები და ნებადართული სერვისების სიები მოდელის გარეთ უნდა აღსრულდეს, სადაც აგენტი მათ სიტყვიერი მანიპულაციით ვერ აუარებს გვერდს.
მიიღეთ სტეიბლკოინები ისე, რომ აგენტმა გადახდის შემოწმება დამოუკიდებლად შეძლოს — იდეალურ შემთხვევაში, ადამიანებისთვის შექმნილი გადახდის გვერდის ნაცვლად, ბლოკჩეინზე დადასტურებით.
ამის ერთ-ერთი გზაა არაკასტოდიური კრიპტოგადახდების შლუზი სმარტ-კონტრაქტით, როგორიცაა Volet.com-ის არაკასტოდიური კრიპტოგადახდების შლუზი.